ჰავანა - ევრაზია ბიზნეს ჯგუფი

ჰავანა

სიგარების & აქსესუარების ბუტიკი

შპს “ჰავანა” – Havana Club-ი 10 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე მაღალი დონის სიგარ-ბარებით არის წარმოდგენილი. ამჟამად კომპანიას 3 სიგარ-ბარი “Havana Club”-ი აქვს გახსნილი და დამატებით ერთი ბრენდირებული მაღაზია ქ.ბათუმში. “Havana Club”-ი მდებარეობს ნ.ყიფშიძის N2ბ-ში (Especialista Habanos-ის ფრანჩაიზი), ვ.ბარნოვის N67 , ბათუმში რუსთაველის N10-ში და ასევე 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება კიდევ ერთი “Havana Club” -ის გახსნა, ჭ.ამირეჯიბის N2 “მზიური ბიზნეს ცენტრი”-ში.

„Havana Club”-ის სიგარ-ბარებში სასიამოვნო გარემოსა და უმაღლესი დონის მომსახურების გარდა, მომხმარებლებისთვის ყველაზე ცნობილი და მაღალი კლასის სიგარა-სიგარელა და აქსესუარებია ხელმისაწვდომი, რომლის ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში “Havana Club”-ია ისეთი მსოფლიო ბრენდების როგორიცაა HABANOS S.A. , A.Fuente , Oliva, Plasencia, LaAurora , RoMa Craft, Perdomo, Tatuaje , AJF , Toscano , Villiger , Les Fines Lames , Elie Bleu , Xikar, Boveda, Jemar , Cigarte ES , Ronsson , Fox, Thomas Hine & Co (Davidoff cognac), Cuban Serrano Coffee, Edmundo Dantes (Cuban Ron), Wine Cohiba Atmosphere Reserva Rioja.

Გარდა სიგარ-ბარებისა, „ჰავანა“ საქართველოს HoReCa ბაზრის სიგარა-სიგარელის , აქსესუარებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

ჰავანა
ჰავანა
ჰავანა
ჰავანა
ჰავანა
ჰავანა