„ევრაზია რო-რო ლაინი“ 15 წელზე მეტია საქმიანობს შავი ზღვის საზღვაო გადაზიდვების სფეროში და ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ საზღვაო გადაზიდვებს საქართველოდან ევროკავშირში. კომპანიის გემი DRUJBA რეგულარულად ასრულებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბურგასი-ბათუმი/ფოთი-ბურგასი მარშრუტს. ეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.
„ევრაზია რო-რო ლაინი“ ახორციელებს კონტეინერების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაზიდვას და ასევე, მგზავრების გადაყვანას. გარდა ამისა, კომპანია ემსახურება როგორც კერძო სექტორის, ასევე g2g ტვირთებს, რაც ხაზს უსვამს მის სანდოობას და სერვისების მაღალ დონეს.