„ევრაზია ბიზნეს ჯგუფი” საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო ჰოლდინგია, რომლის ისტორია 1998 წელს იწყება. ჰოლდინგი უკვე წლებია წარმატებულად თანამშრომლობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან და კომპანიებთან.
ჰოლდინგის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო ბაზრებს სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. შესაბამისად, „ევრაზია ბიზნეს ჯგუფი” უკვე 25 წელია საქმიანობს ტრანსნაციონალური გადაზიდვების, ვაჭრობისა და დისტრიბუციის სფეროებში.
ის ფაქტი, რომ საქართველო არის ერთადერთი უსაფრთხო გზა ევროპული და ამერიკული პროდუქციის აზიურ ბაზარზე მოსახვედრად და პირიქით, მიანიშნებს „ევრაზია ბიზნეს ჯგუფის” დღევანდელი საქმიანობის აქტუალობაზე და ასევე, ხაზს უსვამს გარდაუვალი განვითარების შესაძლებლობებს.
სტაბილური და მუდმივი განვითარება, ისევე როგორც საქმიანობის და პროდუქციის დივერსიფიკაცია, „ევრაზია ბიზნეს ჯგუფის” წარმატების გასაღებია.
გაზარდა "მონოლითი"-ს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის მოცულობა 5,500 ტონით
შეისყიდა პრესტიჟული ჩეხური რესტორანი "NÁRODNÍ KÁVARNA" პრაღის შუაგულში
შეიძინა ახალი სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობა ფოთში - „შპს მონოლითი“ - ერთადერთი საწყობი საქართველოში, რომელიც ავტორიზებულია NATO-ს მიერ
აქტივები გაიზარდა 400%-ით (2012 წელთან შედარებით)
გაყიდვები გაიზარდა 150%-ით (2012 წელთან შედარებით)
პარტნიორების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა
ჰოლდინგის წევრი კომპანია "TENDERMEAT" აქტიურად შემოვიდა და დაიწყო ოპერირება კავკასიისა და შუააზიის ბაზრებზე
გახსნა სიგარ-ბარი ბათუმში - „ჰავანა კლუბი“, რომელიც იყო რიგით მეორე კომპანიის პორტფოლიოში
დაიწყო ოპერირება კასპიის ზღვაში საკუთარი გემით (გემი Kangalassy)
დაასრულა მეორე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში (ბარნოვის ქუჩა N76)
გახსნა ქართული რესტორანი ჩეხეთში (Gruzíá Restaurant), რომელიც იყო რიგით მესამე რესტორანი კომპანიის პორტფოლიოში
გახდა Gizeh-ის, GN Tobacco-ს და Rizla+-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
გახსნა მეორე რესტორანი ჩეხეთში
გახსნა სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობა ყაზახეთში - LLC Iceberg Almaty
გახსნა პირველი მაღალი დონის ლიცენზირებული სიგარ-ბარი თბილისში - „ჰავანა კლუბი“. კლუბმა მიიღო Specialista de Habanos სერთიფიკატი
განახორციელა პირველი ინვესტირება ჩეხეთში - გახსნა რესტორანი
ადგილობრივ ბაზარზე, გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტში დაიკავა 80%-იანი წილი
დაიწყო ოპერირება ახალმა საზღვაო მარშრუტმა - ბურგასი-ბათუმი (გემი Sofi)
გახდა Havanna Ciggars-ის და Habanos S.A-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
გახსნა სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობა თბილისში - „შპს აისბერგ თბილისი”
აქტივები გაიზარდა 300%-ით (2002 წელთან შედარებით)
გაყიდვები გაიზარდა 200%-ით (2002 წელთან შედარებით)
გახსნა პირველი სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობა ფოთში - „შპს აისბერგ ფოთი”
დასრულდა ჰოლდინგის პირველი სამშენებლო პროექტი - საცხოვრებელი კორპუსი თბილისში (ყიფშიძის ქუჩა N2)
პარტნიორების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა
გახსნა პირველი სასტუმრო ანაკლიაში - „სასტუმრო ანაკლია“
დაიწყო საკუთარი ვაგონებისა და კონტეინერების შეძენა, მომსახურების გასაუმჯობესებლად
გახდა ცემენტის ქარხნის მმართველი პარტნიორი - „შპს ჯი ბი ჯი” (ყოფილი „შპს ცენტროლიტი”)
დაიწყო ოპერირება ბურგასი-ფოთის მარშრუტმა, Willi Betz-თან პარტნიორობით
დაიწყო გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტი, ექსპორტი და რე-ექსპორტი
გახდა Imperial Tobacco-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
გახდა Gallaher Group-ისა და Bulgartabac Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
დაფუძნდა თამბაქოს სადისტრიბუციო კომპანია
დაფუძნდა გაყინული ხორცპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია
ევრაზია ბიზნეს ჯგუფის მმართველთა გუნდი