„არგო გრუპი” ქართულ ბაზარზე სწრაფად ზრდადი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც თავისი 15 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, თბილისში არაერთი თანამედროვე ტიპის პროექტი განახორციელა (ბარნოვის N76, ყიფშიძის N2, ხოშარაულის N20 ), ასევე, სასაწყობე-სამეურნეო ტიპის ნაგებობა ავჭალაში – Iceberg Tbilisi.
ამჟამად, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მიმდინარეობს A კლასის ბიზნეს-ცენტრის RBK-ს მშენებლობა, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი: განთავსდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, მაღალი კლასის კვების ობიექტი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოთი და ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
პარალელურად, საინტერესო პროექტებში ინვესტირებით, „არგო გრუპი“ აქტიურად მონაწილეობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში.