GG2011 არის სიგარეტების, სიგარილების და ასევე თამბაქოს ნაწარმის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. კომპანია ემსახურება ჰოლდინგში შემავალი P&L-ისა და B&G Tobacco-ს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიას საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში გააჩნია საკუთარი საწყობები და ოფისები. GG2011-ის საკუთრებაშია 30 ავტომობილი Mercedes Sprinter-ი, რომლითაც ახორციელებს სწრაფ და ეფექტიან დისტრიბუციას.
წარმატებული საქმიანობის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სადისტრიბუციო ქსელი, შედეგად, მხოლოდ თბილისში, კომპანია ემსახურება 2100 სავაჭრო ობიექტს, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით – 4000. მთავარი ოფისები მდებარეობს თბილისსა და ფოთში, ხოლო მსხვილი ფილიალები – თელავში, ქუთაისში, ბათუმში.
ქსელი მოიცავს შემდეგ ქალაქებს : თბილისი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, ფოთი, ოზურგეთი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, საჩხერე-ჭიათურა, გორი, ხაშური, ბორჯომი-ბაკურიანი, ახალციხე-ახალქალაქი, კახეთი-თელავი, ლაგოდეხი, ყვარელი, წინანდალი.