B&G თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარების იმპორტს საქართველოში 2004 წლიდან აწარმოებდა, ხოლო 2008 წლიდან, რებრენდიგის შედეგად, კომპანია ქართულ ბაზარზე საქმიანობას B&G Tobacco-ს სახელით აგრძელებს. კომპანია ისეთი წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, როგორიცაა Toscano, Villiger, Perdomo Cigars, Tatuaje Cigars, Von Eicken, Landewyck(Bentley Cigarette Pipe & Pipe Tobacco), Gizeh, Rizla+, GN Tobacco(Snus, Odens, Siberia).
გარდა იმპორტისა, BG Tobacco აქტიურად ავითარებს საკუთარ ბრენდს – FM-Trocadero-ს. კომპანია ამ ბრენდით არამხოლოდ ქართულ და ევროპულ, არამედ შუა აზიის არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მომხმარებელს ამავე ბრენდის სიგარეტის და ჰილზის გარდა, თამბაქოს ნოვატორულ ერთჯერად ელექტრონულ მოწყობილობას სთავაზობს.
კომპანია აგრძელებს თამბაქოს სფეროში ნოვატორული ელექტრონული მოწყობილობების განვითარებას და მომხმარებელს კიდევ უფრო საინტერესო და დახვეწილ პროდუქციას შესთავაზებს.