მონოლითი ფოთი - ევრაზია ბიზნეს ჯგუფი

მონოლითი ფოთი

სასაწყობე მეურნეობა & მაცივარი

„შპს მონოლითი“ არის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობა, რომელსაც საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის მფლობელობაშია რამდენიმე ჰექტრის ფართობის საწყობები, რომლებიც მდებარეობენ საბაჟო ტერმინალებთან ახლოს, რაც კომპანიის სერვისებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს სრულ საბაჟო და სასაწყობე მეურნეობის მომსახურებას სთავაზობს.

„მონოლითი“ არის ერთადერთი სამაცივრე-სასაწყობე კომპანია საქართველოში, რომელსაც მიღებული აქვს ნატო-ს ავტორიზაცია. აღნიშნული საშუალებას აძლევს კომპანიას, საჭიროების შემთხვევაში, ნატო-ს გაუწიოს ნებისმიერი სახის სამაცივრე-სასაწყობე მომსახურება.

გარდა ამისა, კომპანია აკრედიტებულია „ევრაზიული კავშირის“ მიერ, როგორც საკვები პროდუქციის სანდო სასაწყობო პარტნიორი.

მონოლითი ფოთი
მონოლითი ფოთი
მონოლითი ფოთი