კასკო 2015 - ევრაზია ბიზნეს ჯგუფი

კასკო 2015

ხორცპროდუქტების იმპორტი & დისტრიბუცია

„კასკო“ გაყინული ხორცპროდუქტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიამ საქმიანობა, Foodline Georgia-ის ბრენდის ქვეშ 2008 წელს დაიწყო ხორცპროდუქტების იმპორტის, ექსპორტის და რეექსპორტის დარგში, ხოლო 2015 წლის რებრენდინგის შედეგად, „კასკო 2015“-ის სახელით ოპერირებს. Წლების განმავლობაში, კომპანიამ შეძლო გაყინული ხორცპროდუქტების ქართული ბაზრის 80%-იანი წილის დაკავება. „შპს კასკო 2015“ იმპორტირებული პროდუქციის (ბარკალი, ქათამი, ნახევარფაბრიკატი, ხორცი, კარაქი, თევზი) სწრაფ და ეფექტიან დისტრიბუციას ახორციელებს საკუთარი სპეციალიზირებული ავტომობილებით მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზარზე.

მთავარი ოფისები მდებარეობს თბილისსა და ფოთში, ხოლო მსხვილი ფილიალები – თელავში, ქუთაისში, ბათუმში.

ქსელი მოიცავს შემდეგ ქალაქებს : თბილისი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, ფოთი, ოზურგეთი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, საჩხერე-ჭიათურა, გორი, ხაშური, ბორჯომი-ბაკურიანი, ახალციხე-ახალქალაქი, კახეთი-თელავი, ლაგოდეხი, ყვარელი, წინანდალი.

გარდა ამისა, კომპანია წლებია დაკავებულია პროდუქციის რეექსპორტით შუა აზიაში.

კასკო 2015
კასკო 2015
კასკო 2015